09/02/2017 GWP წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ერთდროულად თბილისის 30 ქუჩაზე ახორციელებს
საბურთალოს, ვაკის, კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელები ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.
2017 წლის პირველივე თვეში, კომპანიამ 8 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა - სამგორის რაიონში: ფრონეს ქუჩაზე, ვარკეთილის მეურნეობაში, რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე; ისნის რაიონში: დიდგორის და გონაშვილის ქუჩებზე; გლდანის რაიონში: რეაქტორის ხაზზე; ნაძალადევის რაიონში: ლოტკინის ხევის ქუჩაზე; საბურთალოს რაიონში: ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე. ჩამოთვლილ სარეაბილიტაციო პროექტებში, კომპანიამ 900 000 ლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა.
დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა და 650 მეტრი 1400 მმ-იანი, ქარხნული წესით დამზადებული ფოლადის, იზოლირებული ახალი მილები შეიძინა.
დღეს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე, JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით, მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმელი ლაფეტებით და სპეციალური იზოლაციით დამზადებული ფოლადის მილებით, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აღემატება არსებულს.
კომპანიამ, წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის, 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც ჯამში 81.3 მლნ ლარს შეადგენს. მიმდინარე წლის განმავლობაში, დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, კომპანია დამატებით 500 ადამიანს დაასაქმებს.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტების მიხედვით, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე 170 კმ ქსელს განაახლებს და 1700-ზე მეტ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დამონტაჟებს, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი