24/02/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
22 თებერვალს, «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დასაქმების ფორუმი გამართა, რომლის ფარგლებში კომპანია 300 ადამიანს დაასაქმებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო.
დასაქმების ფორუმის მიმდინარეობა, გიორგი ცხადაძემ - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დავით ნარმანიამ - ქალაქ თბილისის მერმა და გიორგი ალიბეგაშვილმა - საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჯამეს.
GWP წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების დასაქმების და განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:
საბურთალოს რაიონში, სხვიტორის ქუჩაზე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. კერძოდ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, ზაჰესი - თბილისის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დაასრულა, სამუშაოების პარალელურად კი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა.
დღეს, საბურთალოს რაიონში, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს აწარმოებს - რეაბილიტაციის ფარგლებში, GWP-იმ, საბურთალოს რაიონის მკვებავი წყალსადენის 900მმ-იანი და 1200მმ-იანი მაგისტრალური ქსელების 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ამავდროულად, კომპანია დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთაზე 900მმ-იან ახალ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს. შედეგად, დიდ დიღომს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში, წერეთლის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 1კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 772 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
საბურთალოს რაიონში, შერმადინის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 650 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ერთდროულად სამ ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო: გოკიელის ქუჩაზე - 560 მეტრი სიგრძის, კაკაბაძის ქუჩაზე - 590 მეტრი სიგრძის, ხოლო წუწუნავას ქუჩაზე - 570 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 275 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 1კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი