02/03/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, ურდულების და რეგულატორების ახალი პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, GWP-იმ მსოფლიო ლიდერი, დანიური ბრენდის „AVK-ას“ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები შეიძინა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ დამატებით 120 ადამიანი დაასაქმა და 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
2017 წელს, თბილისის მასშტაბით 2700 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 230 წყლის წნევის რეგულატორი დამონტაჟდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალქს 20-30 წლის განმავლობაში მოემსახურება. შედეგად ტექნიკური სამუშაოების დროს, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ერთდროულად სამ ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოეები დამთავრების ეტაპზეა: გოკიელის ქუჩაზე - 560 მეტრი სიგრძის, კაკაბაძის ქუჩაზე - 590 მეტრი სიგრძის, ხოლო წუწუნავას ქუჩაზე - 570 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები ახლით იცვლება და 11 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 275 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ამავე რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.
ნაძალადევის რაიონში, რატევანის I და II შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
ჩუღურეთისრაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის 2კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი 19 ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 335 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
ამავე რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ მომენტისთვის, წყალარინების ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - წყალსადენის ქსელის 2კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 17 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი