ახალი ამბები
...

24/03/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

 

22 მარტს, წყლის რესურსის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო საგანმანათლებლო კამპანია - #დაზოგეწყალი დაიწყო. პროექტის მიზანი - წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. კამპანიის მხარდამჭერები არიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

 

 

კამპანიის პრეზენტაცია ვარკეთილში, N117-ე სკოლაში გაიმართა, სადაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

#დაზოგეწყალი - კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება. 

 

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას #დაზოგეწყალი  თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

 

ჩუღურეთისრაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კომპანიამ მაგისტრალური წყალსადენის 2.2 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეცვალა.  ასევე, ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, 16  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. შედეგად, ცაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ცაიშის ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 390 მეტრი და წყალარინების ქსელის 630 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია -  წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი  სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, 7 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 538 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ამავე რაიონში, კულა გლდანელის ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 300 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრების ეტაპზეა - წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად