26/04/2010 ლექცია აისეკში
25 აპრილს, თბილისის თავისუფალ უნივერისტეტში, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია AIESEC-საქართველოს მიერ ორგანიზებულ ნაციონალურ 1-დღიან კონფერენციაში, სახელწოდებით -”NLDS 2010”.
დღესვე, იორგ მათისმა ლიდერული უნარების მნიშვნელობასა და მათი განვითარების გზებზე ლექცია წაიკითხა იმ 150 სტუდენტისთვის, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული AIESEC-ის გაცვლით პროგრამაში და უკვე დაბრუნდნენ საქართველოში.
”AIESEC-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული გაერთიანებაა და წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის, რათა მათ აღმოაჩინონ და განივითარონ ლიდერული უნარები და სამომავლოდ დადებითი გავლენა იქონიონ საზოგადოებაზე. მსგავსი კონფერენციებითა და ლექციებით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდობის გააქტიურებასა და მათში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე დავეხმარებით მათ საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბებაში”, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა.
აღნიშნულ კონფერენციაზე ლექციები ასევე წაიკითხეს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და სხვადასხვა არასამთავრობო და კორპორატიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
AIESEC დაარსდა 1948 წელს ევროპაში და დღეს უკვე აერთიანებს 107 ქვეყანის 40’000-ზე მეტ სტუდენტს. საქართველო AIESEC-ის საერთაშორისო ქსელს 2006 წელს, როტერდამში საერთაშორისო პრეზიდენტების შეხვედრაზე შეუერთდა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი