ახალი ამბები
...

11/05/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

5 მაისს, სასტუმრო „რუმსში“, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც  წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სისტემურ განვითარებას ეძღვნებოდა. კონფერენციაში მონაწილეობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პარტნიორი კომპანიების ევროპის ტექნოლოგიური ლიდერების - AVK, NIVUS, KAMSTRUP, KROHNE-ის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

კონფერენცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებმა გახსნეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც კომპანიამ საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან ერთად საქართველოში დანერგა. ჰიდრომოდელირება, ჭკვიანი მრიცხველები, ზონირების პროექტი, ოპერატიული მართვის მოდელები, წარმატებით განხორციელებული ინვესტიციები თბილისის ახალშემოერთებული დასახლებების 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების, თუ წყალარინების სისტემის განვითარების თვალსაზრისით, ეს არის თემები, რომლებზეც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლემა ისაუბრეს.

 

კონფერენციის მეორე დღეს, 6 მაისს, ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მასტერკლასები ჩაატარეს და წყლის წნევის რეგულატორების, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების და ვანტუზების ინსტალაციის მეთოდები პრაქტიკაში განახორციელეს.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში აქტიურად აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის სხვადასხვა რაიონში,  ერთდროულად 29  წერტილში ახორციელებენ.

 

დღეს კომპანია  ჩუღურეთის რაიონში, ჩუბინაშვილის, თევდორე მღვდლის, თამარ მეფის და ნინოშვილის ქუჩების  წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მორიგ საინვესტიციო პროექტს ასრულებს, რომლის ღირებულება 70 000 ლარია. კომპანიამ ჩუბინაშვილის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 600 მეტრი სიგრძის  მონაკვეთი ახლით შეცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

 

პარალელურად, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე,  კომპანია,  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის  ქსელის 1.7 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთს ახლით ცვლის და 10 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს ამონტაჟებს. აღნიშნულ პროექტში, 240 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება.

 

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კიდევ ერთი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა - სამგორის რაიონის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ,  სამგორის სათავე ნაგებობის მკვებავი  მაგისტრალური ქსელის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა.

 

სამუშაოების პარალელურად, რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ვაზისუბნის და ლილოს დასახლებებში, ახალი წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდება.  ასევე, ღრმაღელეს სათავე ნაგებობაზე, კომპანია ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს,  რის შედეგადაც, ტექნიკური სამუშაოების დროს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება.

 

ისნის რაიონში, ჭრელაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალსადენის ქსელის 880 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება. ასევე, აღნიშნულ მისამართზე, წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 

ამავე რაიონში, ორხევში, სააკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო აქტიურად მიმდინარეობს - წყალსადენის ქსელის  720 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, თევდორე ტირონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.  ასევე, რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს. წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად