ახალი ამბები
...

25/05/2017 ანგარიში თბილისს

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებდა:

 

ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ნორიოს აღმართზე, რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში, წყალსადენის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

 

ამავე რაიონში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალარინების ქსელის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ასევე, ჩუღურეთის რაიონში, სოლომონ ქურდიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყო - წყალსადენის ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.

 

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის  ქსელის 1.7 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა და 10 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. აღნიშნულ პროექტში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 240 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

საბურთალოს რაიონში, ოდესის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალარინების ქსელის 625 მეტრი სრულად შეიცვალა.

 

ამავე რაიონში, სოფელ დიღომში, თევდორე ტირონის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 66 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 260 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. 

 

სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალარინების ქსელის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად