16/06/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა.
ნაძალადევის რაიონში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სადაც აქამდე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა უსისტემოდ და თვითნებურად იყო გაყვანილი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე, წყალმომარაგების 5.5 კმ სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელი მოეწყო. ასევე, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. კომპანიამ სარეაბილიტაციო პროექტში 600 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
მეორე პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სადაც აქამდე წყალარინების სისტემა არ არსებობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კომპანიამ აღნიშნულ მისამართზე, 3 კმ-მდე წყალარინების ახალი ქსელი მოაწყო და 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. მსგავსი პროექტები სამგორის რაიონის სხვა დასახლებებშიც განხორციელდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო საბურთალოს რაიონში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.
სამუშაოებს, მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად ჩაატარებს. აღნიშნული პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს: საბურთალოს რაიონში, თევდორე ტირონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 760 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალა.
ისნის რაიონში, მამკოდის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 260 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვალა.
ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის მეოთხე ჩიხში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წყალსადენის ქსელის 290 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი