ახალი ამბები
...

11/07/2017 “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის გამზირზე სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს.

 

კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის  ქსელი.  ექსპლუატაციაში გასაშვებად, განახლებულ წყალსადენს კომპანიის წარმომადგენლებმა ჰიდროტესტირება ჩაუტარეს.

 

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

 

პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ბოლო მონაკვეთი დღეს გადაერთდება და ექსპლუატაციაში შევა.

 

 კომპანია ახალი ქსელის გადაერთებას ხვალ, 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაასრულებს.

 

ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალი ეტაპი, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

 

დღეს, პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა  წარმომადგენლებთან  ერთად მოინახულა.

 

,,სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის ძირითადი ნაწილი სრულად შეიცვალა. პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სამუშაოებს ვასრულებთ და  მოპირდაპირე მხარეს ვინაცვლებთ. ამის შემდეგ დავიწყებთ ტროტუარების კეთილმოწყობას და გზის საფარის აღდგენას“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე აღნიშნავს: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” პეკინის გამზირზე გეგმის 60% უკვე განახორციელა, წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები, კომპანიის მხრიდან 11 აგვისტოს საბოლოოდ დასრულდება“

 

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღნიშნულ პროექტში 3 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად