ახალი ამბები
...

17/07/2017 პეკინის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი თვის ანგარიში

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების 60% უკვე დაასრულა.

 

სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, კომპანიამ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს   სრულად შეცვალა  355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის  ქსელი.  ექსპლუატაციაში გაშვებამდე განახლებულ წყალსადენის ქსელს ჰიდროტესტირება და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა.

 

გადაერთებითი სამუშაოების შემდეგ, ახალი ქსელის ტრანშეა  მოწესრიგდა:  ინერტული მასალით შეივსო, კომპაქტირება ჩატარდა  და თბილისის მუნიციპალური ლაბრატორიის მიერ შემოწმდა.

 

კომპანიამ სამუშაოების პროცესში სრულად განაახლა 1000მმ-იანი, 1200მმ-იანი და 500მმ-იანი  ფოლადის მაგისტრალური მილების 600  მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი.

 

წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პეკინის გამზირზე წყალსადენის ქსელზე ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები,  მსოფლიო ლიდერი ბრენდის, ავეკას 40 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

 

წყალარინების 400 მეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება.  სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდა და საექსპლუატაციო ჭა მოეწყო.

 

პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის შემდეგ,  რეაბილიტაცია ახალ ფაზაში გადავიდა:  1000 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის გასაახლებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს  მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტები ახორციელებენ.

 

ასევე, მომდევნო ეტაპზე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

 

სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 3მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  მასშტაბურ სამუშაოებს  აგვისტოში  დაასრულებს.

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად