24/07/2017 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე, მთავარ სამუშაოები დაიწყო
დღეს, 24 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარი სამუშაოები გერმანელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო.
პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდება.
პარალელურად განხორციელდება 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება. ასევე, მოეწყობა 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი.
აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00 საათიდან საღამოს 19.00 საათამდე, ასევე საღამოს 23.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს;
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში:
ბაგებს, წყნეთს და კიკეთს 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00 სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე;
კომპანია მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი