ახალი ამბები
...

27/07/2017 IFC-ისა და gwp-ს პარტნიორობა წყლისა და ენერგორესურსების დაზოგვას შეუწყობს ხელს

 

 თბილისი, საქართველო, 27ივლისი, 2017—საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა,  და  წყალმომარაგების წამყვანმა კომპანიამ საქართველოში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (gwp), ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რესურსების დაზოგვას, ენერგოეფექტურობის ამაღლებას და გარემოს დაცვას  ისახავს მიზნად.

 

IFC-ის რეკომენდაციით, gwp ენერგომოხმარების მაჩვენებლებს მსოფლიოს სხვა კომპანიების მაჩვენებლებს შეადარებს და წყლისა  და ენერგიის ხარჯის შემცირების ღონისძიებებს დასახავს. ეს კი, თავის მხრივ,  კომპანიის სამუშაო პროცესის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

ეს პირველი ხელშეკრულებაა, რომელსაც IFC-მ ქართულ კომპანიასთან ამ მიმართულებით მოაწერა ხელი. IFC-ის საკონსულტაციო პროგრამა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე მუშაობს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებების შერბილებას, გარემოს დაცვას და კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესებას.

 

კომპანია gwp მუდმივად ზრუნავს  გარემოზე და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე. IFC-ის მხარდაჭერით გავატარებთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს  ენერგომოხმარების  შემცირებას, სტაბილური წყალმომარაგებისა და  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას,“ -  აცხადებს gwp-ის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე.

 

საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ენერგომოხმარება 17%-ით შემცირდეს, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) საშუალოდ 5%-იანი ზრდის პარალელურად. ამ მიზნის მისაღწევად  ეკონომიკის ყველა დარგში ენერგოეფექტურობის  გაუმჯობესებაა საჭირო.

 

IFC-ის აღნიშნული საკონსულტაციო პროგრამა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეფექტიანობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს. მიზანი კომპანიების და მუნიციპალიტეტების პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

 

„IFC-ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის წყალმომარაგების 50-ზე მეტ კომპანიასთან მუშაობის შედეგად დაგროვდა, ადასტურებს, რომ ენერგოეფექტურობას სარგებელი მოაქვს ყველასთვის - დადებითად აისახება როგორც ბიზნესზე, ასევე გარემოზე. შედეგად, შესაძლებელია ენერგომოხმარების  დაახლოებით 30%-ით და წყლის დანაკარგის  80%-ით შემცირება,“ - აღნიშნა IFC-ის გლობალური საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა მილაგროს რივას საიზმა.

 

კლიმატის ცვლილებებზე რეაგირება  IFC-ისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. დღეისათვის IFC-მ 15.3 მლრდ-ის აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა მსოფლიოში ენერგიის განახლებადი წყაროების, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებებზე მორგებული აგრობიზნესის, „მწვანე შენობების“ და ე.წ. „Smart Cities“ („ჭკვიანი ქალაქების“) განვითარების სფეროში. ამასთან ერთად, IFC-მ ინვესტორებისგან 10.1 მლრდ. აშშ დოლარი მოიზიდა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული  საქმიანობისთვის.

 

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-მ საქართველოში 1.64 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის გრძელვადიანი ინვესტიცია განახორციელა საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში მოქმედ 59 პროექტში. ამ თანხიდან 774 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 331 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა  საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. მსოფლიოს მასშტაბით 2016 საფინანსო წლის განმავლობაში IFC-მ დაახლოებით 19 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა განვითარებად ქვეყნებში.

 

IFC-ის შესახებ

IFC-ი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ  მსოფლიოს მასშტაბით 2,000 ბიზნეს კომპანიასთან ვმუშაობთ და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა ხელი შევუწყოთ ბაზრების განვითარებას და შევქმნათ შესაძლებლობები იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2016 ფინანსურ წელს, განვითარებად ქვეყნებში რეკორდულად მაღალი - 19 მილიარდი აშშ დოლარის - ინვესტიცია განვახორციელეთ, რითაც ხელი შევუწყვეთ კერძო სექტორს, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

 

შემოგვიერთდით:

www.facebook.com/IFCwbg  

www.twitter.com/IFC_org  

www.youtube.com/IFCvideocasts

www.ifc.org/SocialMediaIndex 

www.instagram.com\ifc_org

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ  

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (gwp) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომელიც თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს ხარისხიანი სასმელი წყლით ამარაგებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  „ბიჯეო“ ჯგუფის წევრია, რომელიც საქართველოში არაერთი აქტივის მფლობელია.  

დედაქალაქის  470,000 მომხმარებლის უწყვეტ წყალმომარაგებაზე კომპანიის 2,700-ზე თანამშრომელი ზრუნავს. თბილისის წყალმომარაგება ხორციელდება 4,000 კმ სიგრძის ქსელის საშუალებით.

კომპანია ასევე ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული ჟინვალჰესის, თეთრიხევჰესის და საგურამოჰესის საშუალებით. სამივე ჰესი საქართველოს ერთიან ელქტროსისტემაშია ჩართული.

 

www.facebook.com/georgianwaterandpower

http://www.gwp.ge

www.instagram.com/georgianwaterandpower

www.youtube.com/GWP_Georgianwaterandpower

 

 

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად