28/07/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მთავარ სამუშაოებს ასრულებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს დღეს, 28 ივლისს დაასრულებს.
კომპანიამ სამუშაოები, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა.
პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰოდროტესტირება ჩაუტარდა.
პარალელურად, 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი მოეწყო.
პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს განათხარის დახურვა და კომპაქტირება დღეს საღამოს ჩატარდება.
აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება მოსახლეობას აღარ შეეზღუდება და ხვალიდან წყალი უწყვეტად მიეწოდება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იან, 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელ ქსელებს სრულად შეცვლის.
სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს აგვისტოში დაასრულებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი