29/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილის 3-ის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო
დღეს, 29 აგვისტოს, ვარკეთილის 3-ის, III მიკრორაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 2.8 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება. რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნულ მისამართზე ყველა კორპუსთან ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, შედეგად საგრძნობლად შემცირდება როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.
„ვარკეთილი 3-ის, III მიკრორაიონში, 310-ე კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელი ამორტიზებულია, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გახდა აუცილებელი რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად, აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის და ყველა კორპუსთან ახალი, ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟბის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი