05/10/2017 თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია თბილისის ზედა ზონაში, კერძოდ ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ახალ სისტემას მოაწყობს, რაც აღნიშნული დასახლების წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ამ მიზნის მისაღწევად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 9 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას წყალსადენის 7კმ მაგისტრალური ქსელი ისეთ ტერიტორიაზე გაყავს, სადაც აქამდე წყალმომარაგების სისტემა არ ასრებობდა, შესაბამისად კომპანიას აბონენტებიც არ ჰყავდა. მასშტაბური პროექტი 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს, რაც 81.3 მლნ ლარს შეადგენს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი