17/01/2018 გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია
დღეს, 17 იანვარს, სასტუმრო რუმსს თბილისში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს.
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის რთული საინჟინრო ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის კომუნალური წყლების გაწმენდას და გაწმენდილი წყლების ბუნებაში დაბრუნებას. კომუნალური წყლების გაწმენდა არის კომპლექსური, რამდენიმე საფეხურიანი პროცესი, რომლის შედეგად ჩამდინარე წყლები გარემოსთვის უსაფრთხო ხდება.
აღნიშნულ პროექტში ჯივიპი უპრეცენდენტო, 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში კომუნალური წყლების გაწმენდა ევროდირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მოხდება. შედეგად შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიურიმდგომარეობა,რაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
ძირითად სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია სტრაბაგი ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს. გარდაბნის სარეაბილიტაციო პროექტს ზედამხედველობას უწევს გერმანული კომპანია შლეგელი. რეაბილიტაციის პროცესში 200 სპეციალისტია დასაქმებული.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.
კომპანიის მიერ მსგავსი ტიპის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს, ერთის მხრივ ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ - მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი