15/08/2018 გიორგი ცხადაძე: შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის ყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში შარტავას ქუჩაზე 2.3 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი შეიცვლება. სამუშოების პირველ ეტაპზე კომპანიამ კოსტავას ქუჩაზე 0.5 კმ წყალმომარაგების ქსელი განაახლა.
წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 27 ურდული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამონტაჟდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
,,ჩვენი გუნდისმიზანია დარგის განვითარებადა მოსახლეობისსტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მთავარი მიმართულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელსაც კომპანია წყალმომარაგების ქსელის განახლებისთვის 2018 წელს განახორციელებს.” - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია სამმთავარ მიმართულებაზე: ეს არის წყალმომარაგების მაღალი ხარისხის ინფასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დარგის სპეციალისტების განვითარება.
თბილისის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით კომპანია მსხვილ ინფრატსრუქტურულ პროექტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 000 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
15.08.18
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი