29/08/2018 გიორგი ცხადაძე: 2018 წლის ბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს, შინდისს, კვესეთსა და ბეთანიას წყალმომარაგების ახალი სისტემა მოემსახურება
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგების ქსელის განვითარების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კვესეთსა და ბეთანიაში 35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები მოეწყობა, ასევე დამატებით აშენდება სამი რეზერვუარი და 5 სატუმბო სადგური, მათ შორის ერთ-ერთი 2.5 მეგავატიანი სიმძლავრის.
თბილისის ზედა ზონების რელიეფის გათვალისწინებით წყალმომარაგების სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით სრულად ავტომატიზებული იქნება.
სამუშაოების შედეგად 24 სააათიანი წყალმომარაგება ექნებათ ასევე თბილისი ჰილსისა და თაბორის პროექტებს. თბილისის ზედა ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია.
,,წყალმომარაგებისსისტემისგანახლებასთანერთადდედაქალაქისთვისმნიშვნელოვანიაახალიქსელისგანვითარება. 2018 წლისბოლოდან კაკლებს, ტაბახმელას, კოჯორს, შინდისს, კვესეთსა დაბეთანიასწყალმომარაგებისახალი სისტემამოემსახურება.
ჩვენი გუნდისმიზანია დარგის განვითარება, მოსახლეობისსტაბილურიდახარისხიანიწყალმომარაგებითუზრუნველყოფა. ჯორჯიანუოთერენდფაუერიურბანულიგანვითარებისხელშეწყობისთვისწყალმომარაგებისქსელსავითარებსისეთდასახლებებში, სადაცაქამდე წყალმომარაგებაარასოდესყოფილა.
თბილისისზედაზონებისგანვითარებისპროექტიყველაზემასშტაბურია კომპანიის 2018 წლისმთავარიმიმართულების ინფრასტრუქტურულდასაინვესტიციო პროექტებსშორის” - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ორიენტირებულია სამმთავარ მიმართულებაზე: წყალმომარაგების მაღალი ხარისხის ინფასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დარგის სპეციალისტების განვითარება.
თბილისის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით კომპანია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი