30/08/2018 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა. პროექტის ფარგლებში წყალსადენისა და წყალარინების ქსელების 2.3 კმ სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა. ამასთან ერთად, სისტემის მოდერნიზაციისთვის ევროსტანდარტის შესაბამისი 27 ჩამკეტი ურდული დამონტაჟდა.
„შარტავას ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2018 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 3.5 მლნ ლარზე მეტ ინვესტიცია განახორციელა. ხვალ, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განვახორციელებთ” - აცხადებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებს.
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რისგამოც ხვალ, 31 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 1-ლისექტემბრის, დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგებაშეეზღუდება:
საბურთალოსრაიონში:
პეკინის, შარტავას, ხვიჩიას და ცინცაძის ქუჩების ნაწილს; იოსებიძის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი