22/05/2019 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს „BB-“მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს
2019 წლის 21 მაისის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -ის გადაწყვეტილებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რეიტინგს „BB-“ მეოთხე წელია კვლავ ინარჩუნებს. აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საქართველოში პირველი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ჯერ კიდევ 2015 წელს პირველივე ცდაზე ქვეყნის სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი მიანიჭა. აღნიშნული შეფასება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად კვლავ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება რჩება. კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებული გრძელვადიანი დაფინანსებით დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სანდოობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის საგრძნობლად მაღალია, რასაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ, კომპანიისთვის გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს.
Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. კერძოდ, საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი