04/07/2019 ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება
ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.
„ჭავჭავაძის გამზირირზე gwp წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს” - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, gwp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
კომპანია ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 5 ივლისს დილის 09:00 საათიდან 6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს;კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი