10/10/2019 თბილისს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება
სტუდია მონიტორის მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, გვსურს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად ავუხსნათ ჯივიპის მიერ ზედაპირული წყლებიდან ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესი.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
საწყის ეტაპზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნედლ წყალს მოიპოვებს მდინარე არაგვიდან, ბულაჩაურის, ნატახტრის, მისაქციელის წყალშემკრები აუზებიდან და თბილისის წყალსაცავიდან (თბილისის ზღვიდან).
რაც შეეხება თბილისის წყალსაცავს - ნედლი წყლის წყალაღება ხდება ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცულ ტერიტორიაზე, 10 მეტრის სიღრმიდან. ჯივიპი წყალაღების წერტილებიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს ახორციელებს ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
შემდეგ ეტაპზე ზედაპირული წყლებიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.
პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი