03/06/2020 ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.
მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე.
საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.
,,ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ წარმატებით და დაგეგმილ ვადაში დავასრულეთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია. სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა, რაშიც 10 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ასევე საგანგებო რეჟიმის პირობებში დავასრულეთ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა 7,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. აღნიშნული პროექტები დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ შესრულებას“ - ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია ურიდიას, ორთაჭალის, ჭოველიძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი