25/06/2020 ჯივიპი საბურთალოს რაიონში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს.
კომპანია საბურთალოს რაიონში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.
ამჟამად, ჯივიპი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს - ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს აწარმოებს.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპიმ 150 ათას ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი