
10/09/2020 ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა გლდანის რაიონში, ბაღაშვილისა და გურიის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ 3 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.
მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ ქსელზე სატუმბო სადგური მოეწყო.
სამუშაოების შედეგად ავჭალა 2-ის დასახლების 400-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.
პროექტში ჯივიპიმ 270 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე