10/10/2020 13 ოქტომბერს ჯივიპი წყნეთში, რუსთაველისა და ჭიაურელის ქუჩებზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელ სამუშაოებს იწყებს
13 ოქტომბერს, სამშაბათს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთში, რუსთაველის და ჭიაურელის ქუჩებზე, მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება ქსელის 200 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი, დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა საკვანძო ჭები.
მაგისტრალური წყალსადენის აღსადგენად აუცილებელი გათხრითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ძირითადად ღამის საათებში შესრულდება, რაც ჭიაურელის და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან რუსთაველის ქუჩის 11 ნომრამდე სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ შეფერხებას ძირითადად ღამის საათებში გამოიწვევს.
წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაგეგმილ ვადაში შეცვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 13 ოქტომბრიდან 10 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი