20/10/2020 დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ - ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით აგრძელებს სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში. 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი განახლდება. პროექტების ჯამური ინვესტიცია 21 მლნ ლარია.
,,ამჟამად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, ბაღნარის, მანაგაძის და ჩარგლის ქუჩებზე, ასევე ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში. თითოეული პროექტის ფარგლებში იცვლება მოძველებული ქსელი, მონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს წყლის ნაკადები კიდევ უფრო ეფექტურად ვმართოთ. ასევე ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგების ახალი ქსელი ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში” - ზურაბ ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2020 წელს 50 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას აახლებს, რაც 70 000 ოჯახისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესებას გულისხმობს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი