21/12/2020 ირაკლი ბაბუხადია: 2018-2020 წლებში ჯივიპიმ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით
როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ განაცხადა - 2018-2020 წლებში ჯივიპიმ წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის ყველა რაიონში ჩაატარა. 400-ზე მეტ ქუჩაზე შეიცვალა 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, შედეგად შემცირდა მილსადენებზე დაზიანებები და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მომსახურების ხარისხი.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.
,,ბოლო სამ წელიწადში კომპანიამ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განახლება- განვითარების მიზნით. ჯივიპი გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით”- აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი