12/01/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
დღეს, 12 იანვარს, ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N8 კორპუსთან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.
ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები. ქსელის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მიმდინარეობს გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები.
სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 იანვარს 14:00 საათიდან საღამოს, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ისნის რაიონში:
ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის და მშველიძის ქუჩებს, წულუკიძის მე-4 შესახვევს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი