ახალი ამბები
...

12/01/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

 

დღეს, 12 იანვარს, ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N8 კორპუსთან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. 

 

ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები. ქსელის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მიმდინარეობს გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები.

 

სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე  აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 იანვარს 14:00 საათიდან საღამოს, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
 

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორ პეტეფის, დავითაიას,  აშოტ კურაპალატის და მშველიძის ქუჩებს, წულუკიძის მე-4 შესახვევს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

 

სხვა კატეგორიები
...

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

  მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურ...

ვრცლად

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

ვრცლად

...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად