
23/11/2021 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით აგრძელებს მომხმარებლების დისტანციურ რეჟიმში მომსახურებას. კომპანია, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ხვალ, 24 ნოემბრიდან ზღუდავს ისნის რაიონში, შუამთის ქუჩა N10ბ-სა და გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N12-ში მდებარე სერვის ცენტრებში ვიზიტს.
არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით, მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტი და მომსახურების მიღება შეუძლიათ თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში (სათავო ოფისის მიმდებარედ) და მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრებში. რაც შეეხება რუთავის წყლის მომხმარებლებს, მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრში, ასევე დისტანციურად.
დისტანციური მომსახურებისთვის ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი კომპანიის პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით მიიღებს. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge.

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე