ახალი ამბები
...

28/01/2022 31 იანვრიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თბილისის სერვის ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 31 იანვრიდან თბილისის სერვის ცენტრებში დროებით ზღუდავს ვიზიტს და მომხმარებლებს დისტანციურ რეჟიმში მოემსახურება.

 

თბილსის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით  მიიღებს.

 

არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის -  ქალაქ რუსთავში,  წმინდა ნინოს ქუჩა N5-ში მდებარე სერვის ცენტრში. 

 

დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის -   2 931111   და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

 

 

სხვა კატეგორიები
...

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

  მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურ...

ვრცლად

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

ვრცლად

...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად