ახალი ამბები
...

06/06/2022 კამპანია ,,გაუფრთხილდი წყალს” - ჯივიპი სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს”  ფარგლებში  თბილისის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეებისთვის  საინფორმაციო ტურებს მართავს. 

 

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

 

სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თბილისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და  გაეცნონ წყლის ხარისხის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებს. წყლის მოპოვებისა და მომხმარებლამდე მიწოდების სრულ ციკლს, ნედლი წყლის გარემოდან მოპოვებისა და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესს. მოსწავლეები გაეცნობიან როგორ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ჯივიპის ლაბორატორიებში და თავადაც მიიღებენ მონაწილეობას პრაქტიკულ ცდებში.  

 

კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას სასმელი  წყლის დაზოგვისა და გაფრთხილების აუცილებლობასა და  მნიშვნელობაზე.  

 

ჯივიპის წყალმომარაგების ობიექტებზე და სასწავლო ცენტრში დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურები ივნისის ბოლომდე  გაგრძელდება.

 

სხვა კატეგორიები
...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

...

08/11/2022 9 ნოემბრიდან ჯივიპის ცენტრალური სერვის ცენტრი მომხმარებლების მიღებას განაახლებს

თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე   ჯივიპის განახლებული ცენტრალური სერვის ცენტრი 9 ნოემბერს გაიხსნება.   კომპანიამ ცენტრალური სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოები დაასრულა. მომხმარებლები მომსახურებას ადგილ...

ვრცლად

...

10/10/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 10 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონის N9ა კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების  აღსადგენად სამუშაოებს ატარებს.    აღნიშნულ მონაკვეთზე რთული ფარული დაზიანების დასადგენად...

ვრცლად

...

19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

  25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარ...

ვრცლად

...

29/04/2022 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

  დღეს, 29 აპრილს, საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირზე  N-6 თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.  ...

ვრცლად