ახალი ამბები
...

19/07/2022 ჯივიპი თბილისში მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განაახლებს

 

25 ივლისიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10-ში მდებარე ცენტრალური სერვის ცენტრის განახლების პროცესს იწყებს. სარემონტო სამუშაოს შედეგად სერვის ცენტრის მომსახურების სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება და აღიჭურვება. 

 

სარემონტო სამუშაოების გამო კომპანიის მომხმარებლები ადგილზე მომსახურების მიღებას  როგორც ალტერნატიულ ოფისებში, ასევე დისტანციურად შეძლებენ.  ივიპის აბონენტებს ისნის რაიონში, შუამთის ქ. N10ბ-სა და გლდანის რაიონში, ა. ვასაძის ქ. N12-ში  მდებარე სერვის ცენტრები მოემსახურებათ.

 

ენტრალური სერვის ცენტრის განახლების პერიოდში მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის ნაცვლად განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge-ზე შეეძლებათ. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ აბონენტი  პასუხს კვლავ  ელექტრონული ფოსტით  მიიღებს.

 

დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზებული მომხმარებლის სივრცე სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განაგრძობს მომხმარებლების ადგილზე მიღებასა და მაღალი ხარისხით მომსახურებას.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები