25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება
დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობისას სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გაგარინის ქუჩა N1-დან N9-მდე.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ წყალმომარაგების მილზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე მოწესრიგდება გზის საფარი და სამანქანო მოძრაობა 26 მარტს, 02:00 საათზე სრულად აღდგება.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი