ახალი ამბები
...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

 

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.

 

სამუშაოების ფარგლებში ახლით იცვლება 350 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებული მაგისტრალური ქსელი. ჯივიპი აღნიშნულ პროექტში ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

 

,,ჯივიპის ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია აქუალია, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს და  2023 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, სადაც იცვლება წყალმომარაგების მოძველებული ქსელი. პროექტში ჯივიპი ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.”- აკაკი ნიკოლაიშვილი,  განაშენიანების პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

 

სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება, შედეგად, დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგება და  მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

 

 

სხვა კატეგორიები
...

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

  მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურ...

ვრცლად

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

ვრცლად

...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად