01/06/2010 GWP-იმ ბავშვთა სახლ ,სათნოებას საჩუქრები გადასცა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აფრიკის დასახლებაში, მდებარე თბილისის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ "სათნოებას" ესტუმრა.
კომპანიის გენერალური დირექტორის – იორგ მათისის სამუშაო დღე ბავშვთა სახლ "სათნოებაში" ვიზიტით დაიწყო. მათისმა, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სახელით, ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა და 45-ვე აღსაზრდელს საჩუქრები გადასცა – ილუსტრირებული ენციკლოპედიები, ძველ ბერძნულ და ეგვიპტურ მითოლოგიასთან დაკავშირებული გამოცემები, მხატვრული ლიტერატურა, ბოლო თაობის კომპიუტერები, მაგიდები, გორგოლაჭებიანი სავარძლები და წიგნის თაროები.
იორგ მათისის თქმით, კომპანიის მიერ ამჯერად მომზადებული საჩუქრები ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ინტელექტუალურ განვითარებასა და მათი ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღნიშნული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უკვე 1 წელია მეურვეობას უწევს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი