20/06/2010 GWP ჟინვალში ჯვართამაღლების ეკლესიას აშენებს
20 ივნისს არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავთან, საქართველოს საპატრიარქოს კურთხევით, საძირკველი ჩაეყარა ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობას. ამ საქველმოქმედო პროექტს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახორციელებს.
ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. მშენებლობისთვის საჭირო თანხას მთლიანად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გაიღებს.
1985 წელს, ჟინვალის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყლის ქვეშ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი და ეკლესია მოექცა, მათ შორის XI-XII საუკუნეებში ნაგები ჯვართამაღლების, იგივე ჯვარპატიოსნის ეკლესია, რომელიც მხოლოდ ზამთრის პერიოდში ჩნდება, როცა წყლის დონე იკლებს. იმ მიზნით, რომ მრევლს აღნიშნული სიწმინდე დაუბრუნდეს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინიციატივით შედგა პროექტი, რომელიც ჯვართამაღლების ეკლესიის ზუსტი ანალოგის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის საბოლოო ვარიანტისა და ეკლესიის მშენებლობის ადგილის შეთანხმება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან კომპანიის გენერალური დირექტორის შეხვედრისას გადაწყდა.
ჯვართამაღლების ეკლესია ჟინვალის კაშხლის მარცხენა ფერდობზე აიგება, მთა-თუშეთის გზაზე, სოფელ ჩინთთან.
ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობის დაწყება წილკნის ეპარქიის მიტროპოლიტმა ზოსიმემ აკურთხა. ცერემონიალს ესწრებოდნენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ეკლესის მშენებლობაზე იმუშავებს გამოცდილ კალატოზთა ბრიგადა ექსპერტთა უშუალო ხელმძღვანელობით. ეკლესია აიგება ანანურში მოპოვებული ანალოგიური ქვით, როგორითაც ძველი ჯვართამაღლების ეკლესიაა ნაშენი.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი