12/08/2010 საგურამოს ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კუთვნილ ტერიტორიაზე ხანძარი, 11 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ხანძარი გაჩნდა. სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა დასახელდა. დამწვარია დაახლოებით 1ჰა-მდე ტერიტორია, თუმცა კომპანიის კუთვნილი შენობები ხანძარს გადაურჩა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამო თავდაცვის მიზნით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტზე დროებით გამოირთო ელექროენერგია, რამაც ქალაქში წყალმომარაგების შეზღუდვა გამოიწვია. ხანძარი საგურამოში 18:00 საათისთვის ლიკვიდირებული იქნა და ქალაქის წყალმომარაგებაც სრულად აღდგა.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი