ახალი ამბები
...

28/08/2010 GWP-მ პენსიონერებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

28 აგვისტოს, კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იორგ მათისი ასოციაცია ”კათარზისს” ეწვია და იქ მუდმივად მყოფ სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს მარიამობის დღესასწაული პირადად მიულოცა.

მარიამობასთან დაკავშირებით, 24 აგვიტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ასოციაცია "კათარზისის" მეურვეობის ქვეშ მყოფ მარტოხელა პენსიონერებს ცხელი სადილით უმასპინძლდება.

უკვე მე-5 დღეა, სოციალურად დაუცველი 385 ხანდაზმული, რომელიც მთელ დღეს "კათარზისში" ატარებს, კომპანიის მასპინძლობით სარგებლობს და გემრიელ ცხელ სადილს მიირთმევს.

სადილის შემდეგ, "კათარზისის" მეურვეობის ქვეშ მყოფმა ხანდაზმულებმა კომპანიის წარმომადგენლები თავიანთ კონცერტზე მიიწვიეს, რომელიც მარიამობის დღესასწაულს მიეძღვნა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, რომელიც ასოციაცია "კათარზისთან” ერთად საქველმოქმედო პროექტებს სისტემატურად ახორციელებს, მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

სხვა კატეგორიები
...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად