14/09/2010 GWP-მ სათნოების აღსაზრდელები სასკოლო წიგნებით დაასაჩუქრა
14 სექტემბერს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მენეჯმენტი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლ "სათნოებას" ესტუმრა.
კომპანიის ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ბახტაძემ, ბავშვთა სახლის 45 აღსაზრდელს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა, მათ შორის, სკოლის სახელმძღვანელოები, რვეულები, კალმები, ფერადი ფანქრები, გუაშები, სახატავი ალბომები.
კომპანიაში იმედოვნებენ რომ საჩუქრები ბავშვებს უთუოდ მისცემს უკეთ სწავლის სტიმულს და ხელს შეუწყობს მათ ინტერექტუალურ განვითარებას.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მენეჯმენტი ასევე იმითაც დაინტერესდა, თუ როგორ გაატარეს ბავშვებმა ზაფხულის არდადეგები, რამდენად გაიღრმავეს ცოდნა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბავშვებს საჩუქრად სხვადასხვა სახის ილუსტრირებული ენციკლოპედიები და მხატვრული ლიტერატურა გადასცა, და რამდენად კარგად დაეუფლნენ ისინი კომპიუტერზე მუშაობას, რომლებიც ასევე კომპანიის საჩუქარია.
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აფრიკის დასახლებაში მდებარე ბავშვთა სახლის, ”სათნოების”, აღსაზრდელებს პატრონაჟს უკვე 2 წელია უწევს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი