ახალი ამბები
...

20/01/2011 საქველმოქმედო აქცია ”სადილი ყველას”

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნათლისღების დღესასწაულზე სოციალურად დაუცველ 2000 თბილისელს ცხელი სადილით გაუმასპინძლდა

”სადილი ყველას” – ერთობლივი საქველმოქმედო აქციაა, რომელიც კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” და ასოციაცია ”კათარზისმა” ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოაწყვეს.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, რომელიც მასპინძელი კომპანიაა, დღეს დილიდან, ასოციაცია ”კათარზისთან” ერთად, სოციალურად დაუცველ თბილისელებს უფასო ცხელი სადილით უმასპინძლდება.

ნათლისღების დღესასწაულის მილოცვის მიზნით, ასოციაცია ”კათარზისს” ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი იორგ მათისიც ეწვია.

”ჩვენი კომპანია დიდი ხანია თანამშრომლობს ასოციაცია ”კათარზისთან”. მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც ვგეგმავთ, რადგან ერთმანეთთან უკვე მყარი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. გვინდოდა ეს დიდი დღესასწაული ამ სახით მიგველოცა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სადილი მართლაც გემრიელია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვეწვიოს”, - განაცხადა იორგ მათისმა.

აქციის ორგანიზატორები ცხელი სადილით, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 2000 კაცს უმასპინძლებენ. ”კათარზისის” კარი დღეს ნებისმიერი მოქალაქისთვისაა ღია და მათთვის სუფრა მთელი დღის განმავლობაში იქნება გაშლილი.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს ასოციაცია ”კათარზისთან”. პარტნიორობის ფარგლებში მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაიმართება.

სხვა კატეგორიები
...

02/05/2025 სანტიაგო ლაფუენტე: „მთავარი ის კი არ არის, ვინ უზრუნველყოფს მომსახურებას, არამედ ის, თუ როგორ უზრუნველყოფს”

  მადრიდში აპრილის დასაწყისია. ლას-ტაბლასში, Aqualia-ს შტაბ-ბინაში, ისეთი მშვიდი და ოპტიმისტური გარემოა, როგორიც შეეფერება კომპანიას, რომელიც სტაბილურ...

ვრცლად

...

16/01/2025 ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

2024 წელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის სისტემური განახლების წელი იყო, როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით. Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აქტიურად აგრძელებს და სამ...

ვრცლად

...

26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

  საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონ...

ვრცლად

...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად