23/09/2011 სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერება
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა რამაზ სულამანიძემ და თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა - დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა გოგი ჩაჩანიძემ და კოკი იონათამაშვილმა დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან - იორგ მათისთან და კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულეს. წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ და ცენტრალურ ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების შეფასების მიზნით, ისინი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ქურდიანის ქუჩას ესტუმრნენ.
ქურდიანის ქუჩა ერთ-ერთია თბილისის იმ 50 ქუჩიდან, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე წელს ახორციელებს. ქურდიანის ქუჩაზე შესაცვლელი ქსელების საერთო სიგრძე 800 მეტრია. რეაბილიტაცია უტარდება ამ ქუჩის როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებს, ასევე განშტოებებსაც.
სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და ცენტრალური ქსელების რეაბილიტაცია". მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 50 ქუჩას მოიცავს. რეაბილიტაცია უტარდება 50 ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ყველა დიამეტრის ქსელს, რომელთა საერთო სიგრძე, დაახლოებით, 45 კილომეტრს შეადგენს. ამ ეტაპზე, ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს თბილისის 24 ქუჩაზე. კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა და ქსელები მთლიანად შეცვალა 11 ქუჩაზე. 2010 წელს კი, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისის 110 ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განახორციელა. შარშან შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძემ 70 კმ შეადგინა.
მიმდინარე წელს, ქუჩების ქსელების რეაბილიტაციის მიზნით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 10 მილიონ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ამ მიმართულებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო და მათი დასრულება ნოემბრის I ნახევარში იგეგმება.
ამ პროექტის პარალელურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" უკვე დაასრულა წყალსადენისა და წყალარინების მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანი განახლება-რეაბილიტაცია დავით აღმაშენებლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე. რეაბილიტირებული ქსელების საერთო სიგრძემ აქ 6700 მეტრი შეადგინა.
ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი