ახალი ამბები
...

26/06/2011 ბავშვთა სახლ ”სათნოების” აღსაზრდელების კონცერტი

ბავშვთა სახლ "სათნოების" აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ სახელმწიფო თეატრში, კონცერტი გამართეს, სახელწოდებით - "ჩვენ მუდამ ერთად ვართ".

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ბავშვთა სახლი "სათნოებაა", გენერალური სპონსორი კი კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", რომელიც 2 წელია ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მეურვეობას უწევს.

"სათნოების" აღსაზრდელები და პედაგოგები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ - ქართული საგალობელი, ფოლკლორი, საესტრადო სიმღერა და კლასიკური მუსიკა. ამასთან, ბავშვებმა თეატრის ფოიეში საკუთარი ნამუშევრებიც გამოფინეს - ნახატები, მაკეტები, ხელნაკეთი ნივთები და სამკაული.

კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი თამარ მახარაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები.

სხვა კატეგორიები
...

18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის

სოფელი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და...

ვრცლად

...

17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე

სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა. ...

ვრცლად

...

07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს

  7 ივნისს, ჯივიპიმ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მენეჯმენტმა წ...

ვრცლად

...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად