18/10/2011 სარეაბილიტაციო სამუშაოები არსენას ქუჩაზე
დღეს, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა დავით ავალიანმა, საკრებულოს ძველი თბილისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - მამუკა ახვლედიანმა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა - გიორგი ყოჩიაშვილმა დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან -იორგ მათისთან და კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულეს. მიმდინარე სამუშაოების შეფასების მიზნით, ისინი ძველი თბილისის რაიონში მდებარე არსენას ქუჩას ესტუმრნენ.
არსენას ქუჩა ერთ-ერთია თბილისის იმ 50 ქუჩიდან, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე წელს ახორციელებს. არსენას ქუჩაზე შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძე 600 მეტრს შეადგენს. რეაბილიტაცია უტარდება ამ ქუჩის როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებს, ასევე განშტოებებსაც. ამჟამად მთლიანად რეაბილიტირებულია 4 ჭა, სადაც 12 ახალი ურდული მონტაჟდება.
სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და ცენტრალური ქსელების რეაბილიტაცია". მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 50 ქუჩას მოიცავს და ამ მიმართულებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება წყალსადენისა და წყალარინების ყველა დიამეტრის ქსელს, რომელთა საერთო სიგრძე, დაახლოებით, 45 კმ-ს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისში დაიწყო, მათი დასრულება კი ნოემბრის I ნახევარში იგეგმება.
ამ ეტაპზე, ინტენსიური სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს 17 ქუჩაზე: ვარკეთილი 3-ის I მ/რაიონში, სოფ. დიღომში, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, დიდგორის, ჩიქოვანის, ზიგზაგის, გვაზაურის, ცინცაძის, ვორონინის, ანტონ კათოლიკოსის, ხარაბაძის, ქურდიანის, უჩანეიშვილის, ბაბუშკინის, სამგორის და ნადარეიშვილის ქუჩებზე. კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა და ქსელები მთლიანად შეცვალა 18 ქუჩაზე. 2010 წელს კი, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისის 110 ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია განახორციელა. შარშან შეცვლილი ქსელების საერთო სიგრძემ 70 კმ შეადგინა.
ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი