16/06/2012 GWP სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქ. თბილისის მერს - გიგი უგულავას დედაქალაქში წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ და ცენტრალურ ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების შეფასების მიზნით, ისინი თბილისის ცენტრალურ უბანში - ავლაბარში მდებარე ცისკრის ქუჩას ესტუმრნენ.
ცისკრის ქუჩა ერთ-ერთია თბილისის იმ 150-მდე ქუჩიდან, რომელთა ამორტიზებული და ხანდაზმული ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მიმდინარე წელს ახორციელებს. ცისკრის ქუჩაზე შესაცვლელი ქსელების საერთო სიგრძე 650 მეტრამდეა. რეაბილიტაცია უტარდება ამ ქუჩის როგორც წყალსადენის მაგისტრალურ ქსელების 300 მეტრს და განშტოებების 280 მეტრს, ასევე საკანალიზაციო ქსელების 70 მეტრსაც, ქუჩაზე მონტაჟდება ახალი ურდულები და ეწყობა წყალსადენისა და საკანალიზაციო ჭები.
სარებილიტაციო სამუშაოებს კომპანია მე-4-ე წელია აწარმოებს მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო სახელწოდებაა "თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია". მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 150-მდე ქუჩას მოიცავს, სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე კი, დაახლოებით, 90 კილომეტრს შეადგენს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა 28 ქუჩაზე, მათ შორის: ვახუშტი ბაგრატიონის, გრიბოედოვის, ალ.ჭავჭავაძის, სტანისლავსკის, ალექსიძის, გუდაუთისა და ფიროსმანის ქუჩებზე. ამჟამად, მეორე ეტაპის სამუშაოები 19 ქუჩაზე მიმდინარეობს. 2011 წლის ჩათვლით კი, პროექტის ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"თბილისის სხვადასხვა რაიონის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების 200 კმ-ზე მეტი მთლიანად ახლით შეცვალა.
ქუჩების ქსელების რეაბილიტაცის შედეგად, გაცილებით სტაბილური გახდება თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგება, საგრძნობლად შემცირდება დანაკარგები და ავარიული დაზიანებების რიცხვი წყალსადენის ქსელებში, ეს კი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის უწყვეტ წყალმომარაგებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი