26/07/2012 „რუსთავის წყალმა“ ახალი სერვის-ცენტრი გახსნა
კომპანია "რუსთავის წყალმა" ახალი სერვის-ცენტრის კეთილმოწყობა და აღჭურვა დაასრულა. "რუსთავის წყალი" იმედოვნებს, რომ განახლებული სერვის-ცენტრის ამოქმედებით რუსთაველთა მომსახურებას მაქსიმალურად გააუმჯობესებს.
ქ. რუსთავის ცენტრში მდებარე სერვისცენტრი გენერალური დირექტორის მოადგილემ - ჰელმუტ ვეიდელმა რუსთავის მერ - ზაქარია დარჩიაშვილთან ერთად გახსნა.
ახალი, გაცილებით ვრცელი და კომფორტული სერვისცენტრი, ყოველდღიურად უფრო მეტი მომხმარებლის მიღებას შეძლებს, გაცილებით ეფექტურ და ოპერატიულ მომსახურებას გაუწევს რუსთავის მოსახლეობას, ქალაქში განთავსებულ ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. სერვისცენტრის თანამშრომლები აბონენტებს მიაწოდებენ ყველა საჭირო ინფორმაციას წარმოებული პროფილაქტიკური, გეგმური თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე და გაუწევენ ტექნიკურ მომსახურებას აბონირებასა და აღრიცხვის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით. სერვისცენტრი მოქნილად იმუშავებს აბონენტთა მიერ დაგროვილი დავალიანებების ინდივიდუალურ რესტრუქტურიზაციაზეც.
წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად “რუსთავის წყალმა”, ბოლო წლებში, არაერთი პროექტი განახორციელა: ააშენა 2200 მეტრი სიგრძის 6 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი მძლავრი ტრანსფორმატორით, რითაც ხრამის სათავო ნაგებობა და სატუმბო სადგურები ელექტროენერგიით მარაგდება, ჩაატარა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მაგისტრალურ წყალდენებზე, მათ შორის მდინარე კოვას მიმდებარედ გამავალ 800 მმ-იანი 2 მაგისტრალურ წყალდენზე, ქალაქის ერთ-ერთი ძირითად მკვებავ 700 მმ-იანი მაგისტრალური არტერიაზე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა რუსთავის 20-ზე მეტი ქუჩის წყალსადენის ქსელებს, ასევე შიდაკვარტალურ ქსელებსაც. რუსთავის ქუჩის ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. 2010 წლის ნოემბერიდან კი კომპანია ქალაქის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ობიექტის - ხრამის სათავო ნაგებობის კომპლექსურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელსაც გრძელდება.
„რუსთავის წყლის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდა, მინიმუმამდე შემცირდა ქალაქის ქსელებზე ავარიულ დაზიანებათა რისკი და წყლის დანაკარგები ქსელში. რაც მეტად მნიშვნელოვანია, სადღეისოდ რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი სტაბილურ რეჟიმში, უწყვეტად მიეწოდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი