31/08/2012 წყალსადენის ქსელებსა და ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარკეთილშიც მიმდინარეობს
`ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ გენერალურმა დირექტორმა - იორგ მათისმა, კომპანიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსს - შოთა გრიგოლიას და თბილისის საკრებულოს დეპუტატს ვარკეთილის ზემო პლატოს დასახლებიდან - კახა გურულს, დღეს, „ვარკეთილი 3“-ის დასახლების მე-3 მიკრორაიონში წყალსადენისქსელებზემიმდინარე სარეაბილიტაციოდა ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე სატუმბო სადგურში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ადგილზე გააცნო.
„ვარკეთილი 3“-ის მე-3ა მიკრორაიონის შიდა ქუჩებიშედის თბილისისიმ150-ზე მეტი ქუჩის ნუსხაში,რომელთაამორტიზებულიდახანდაზმულიქსელებისშეცვლას `ჯორჯიანუოთერენდფაუერი~ წლევანდელი გეგმის შესაბამისად ახორციელებს.აღნიშნულ მიკრორაიონში რეაბილიტაცია უტარდება 338-ე, 342-ე და 343-ე კორპუსების მიმდებარე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელებსა და განშტოებებს, მთლიანად იცვლება ამორტიზებული წყალსადენის ქსელების 780, მონტაჟდება 8 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა წყალსადენის 6 ახალი საკვანძო ჭა.
„ვარკეთილი 3“-ის მე-3ა მიკრორაიონის გარდა, ამ ეტაპზე, კომპანია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეკონსტრუქციას თბილისის 18 ქუჩაზე ერთდროულად ახორციელებს, ამასთან ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია 100-მდე ქუჩაზე. სამუშაოები მე-4-ე წელია `თბილისისქუჩებისწყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელებისრეაბილიტაციის~პროექტისფარგლებში წარმოებს. 2011 წლის ჩათვლით, კომპანიამ მთლიანად განაახლა ქუჩების ქსელების 200 კმ-ზე მეტი, მიმდინარე წელს კი რეაბილიტაცია უტარდება ქსელების თითქმის 100 კილომეტრს.
რაც შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე სატუმბო სადგურის რეკონსტრუქციას, კომპანიამ აღნიშნული ობიექტი ავტომატური მართვის წნევის გამაძლიერებელი 2 ახალი ტუმბო-აგრეგატით გადაიაარაღა. ეს უახლესი ტიპის ევროპული წარმოების ტუმბო-აგრეგატებია, რომლებიც წნევას წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დაარეგულირებს. წყალსადენის მოქმედ ქსელთან მათი მიერთება კომპანიამ უკვე განახორციელა. მხოლოდ ამ სატუმბო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით, კომპანია სასმელ წყალს სტაბილურად და უწყვეტ რეჟიმში ვარკეთილის ზემო პლატოზე მცხოვრებ 926 აბონენტს მიაწვდის.
თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია 12 ახალი მძლავრი სატუმბო სადგურის მშენებლობას ახორციელებს. ამას გარდა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ავტომატური მართვის 50 ტუმბო-აგრეგატის მონტაჟი მიმდინარეობს. ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ განხორციელებული ყველა კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებაერთ მიზანს ემსახურება - ეს თბილისის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, რაც დედაქალაქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის ბოლოსთვის განხორციელდება.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი