15/01/2013 თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეასრულა 2008 წლის 14 მაისსგაფორმებულინასყიდობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომლის თანახმად, კომპანიას 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა უზრუნველეყო თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება დედაქალაქის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში (2006 წლის 26 დეკემბრისმდგომარეობით).
ამ მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 4 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებები განახორციელა, მათ შორის თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა:
1. ჟინვალში, არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებული სათავო ნაგებობების რეკონსტრუქცია
2. თბილისისქუჩებისწყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციის პროექტი
3. ლილოს და ვაზისუბნის ახალი რეზერვუარების ექსპლუატაციაში გაშვება
4. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიმდინარე პროგრამა
5. სხვადასხვა უბანში მდებარე 50 მცირე სატუმბო სადგურის გადაირაღებაუახლესი ტიპის ავტომატური წნევის გამაძლიერებელი ტუმბო-აგრეგატებით, რომლებიც მოსახლეობას წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდის.
დედაქალაქისახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში უწყვეტიწყალმომარაგების მისაღწევად, რაც 2015 წლისთვის უნდა გახორციელდეს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“კვლავაც აგრძელებს წინასწარდაგეგმილი კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი