29/08/2013 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ CENN-ის ეკობანაკს უმასპინძლა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიაზაცია CENN-ის მიერ შექმნილ ეკობანაკს უმასპინძლა, რომელიც წლეულს საქართველოსა და სომხეთის სკოლების მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული.
კომპანიამ ეკობანაკის მონაწილე ქართველი და სტუმრად მყოფი სომეხი მოსწავლეებისთვის სპეციალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტური მოაწყო. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები დღეს დილიდან უწევდნენ მეგზურობას ეკობანაკსა და CENN-ის წარმომადგენლებს. 25-მდე მოზარდს თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის საქმიანობის გაცნობის საშუალება მიეცა, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უნიკალური ობიექტის მონახულებისას მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს ის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, რომელსაც ნედლი წყალი პროდუქტად - სასმელ წყლად - გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის შესახებ და თავად დარწმუნდნენ, რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყლის მოხმარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის.
კომპანიის წარმომადგენლებმა მოზარდებს თემატური საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგეს, რომლებიც წყლის რესურსების დაზოგვის აუცილებლობასა და თბილისში სასმელი წყლის ხარისხის თაობაზე საინტერესო მასალას მოიცავს.
26/07/2024 Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა
18/06/2024 ჯივიპის საგანგებო განცხადება - ჯივიპი მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის
17/06/2024 საგანგებო განცხადება - რა ვითარებაა წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე
07/06/2024 წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაცია - Aqualia ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი